ჩვენი სერვისები

Mountain View
    

სახმელეთო

დღესდღეობით სახმელეთო ხაზით გადავზიდავთ ტვირთებს ევროპასა და შუა აზიის ქვეყნებში, როგორც ტენტიანი ა/მანქანებით, ასევე კონტეინერმზიდებითა და რეფ–მანქანებით გაყინული პროდუქციისთვის. ვახოცილებთ როგორც მთლიანი ასევე შერეული ტვირთების გადაზიდვას ევროპიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით. Truck Dimension
Mountain View
    

სარკინიგზო

კომპანიამ 2013 წელს გააფორმა ხელშეკრულება შ.პ.ს „საქართველოს რკინიგზა“-სთან, რამაც მოგვცა საშუალება სარკინიგზო ხაზითაც გადაგვეზიდა ტვირთები შუა აზიის რესპუბლიკებში. დღესდღეობით საექსპედიტორო სერვისს ვუწევთ და სარკინიგზო ხაზით ვაგზავნით ტრანზიტულ გენერალურ ტვირთებს: ყაზახეთში და თურქმენეთში, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში.კლიენტს ვთავაზობთ მშრალი, გაყინული პროდუქციის სარკინიგზო ხაზით ტრანსპორტირებას. Railway
Mountain View
    

საჰაერო

საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები კონკურენტული ფასები ტვირთის დაზღვევა (კლინეტის მოთხოვნის შესაბამისად) საპროექტო გადაზიდვები კარიდან/კარამდე მიტანის მომსახურება საბაჟო-საბროკერო მომსახურება
Mountain View
    

საზღვაო

საზღვაო გადაზიდვები და მათი ლოგისტიკური დაგეგმარება ჩვენი საქმიანობის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომელსაც წარმატებულად ვაწარმოებთ კომპანიის დაარსების დღიდანვე. ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ ყველა წამყვან საერთაშორისო საზღვაო ხაზთან, ასევე წამყვან საზღვაო აგენტებთან მსოფლიოს მაშტაბით. რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ჩვენს კლიენტს ნებისმიერი სახისა და სირთულის საზღვაო გადაზიდვის უზრუნველყოფა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველაზე ოპტიმალურ დროში. Container lenght

სერვისები

Smiley face

1. შერეული ტვირთების ტრანსპორტირება

კომპანია "მორენა პრო" წარმატებით ახორციელებს შერეული ტვირთების ტრამსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მიმართულებით. თუ არ გსურთ მთლიანი ტვირთის ტრანსპორტირება, შეგიძლიათ შეამციროთ დანახარჯები და დრო, ჩვენი პარტნიორები აიღებენ თქვენ ტვირთს და უახლოეს საწყობში ჩაიტანენ შემდეგ კი საქართველოსკენ მომავალ მანქანაში ჩატვირთავენ. დამატებითი მომსახურება: * საექსპორტო დეკლარაციის მომზადება * ევრო 1 სერთიფიკატის მომზადება Incoterms
              
Smiley face

2. ტვირთის ტრანსპორტირება ამერიკიდან და ავსტრალიიდან

როგორც მოგეხსენებათ შორეული ქვეყნებიდან როგორიც ამერიკაა და ავსტრალია, ყველასათვის რთულია პატარა ოდენობის ტვირთის ტრანსპორტირება, თუმცა ჩვენთვის სრულიად არ წარმოადგენს ეს დიდ პრობლემას. უკვე მრავალჯერ გამოცდილი მიმართულება საუკეთესო ფასებითა და ხელსაყრელი ვადებით თქვენს შეკითხვებს ელოდება.
              
Smiley face

3. საბაჟო-საბროკერო მომსახურება

კომპანიას ჰყავს ბროკერები საზღვარზე,რომლებიც როგორც ექსპორტზე ასევე იმპორტზე საბაჟო პროცედურის მოგვარებაში დაგეხმარებიან. გთავაზობთ ტრანსპორტირებისთვის ყველა სახის დოკუმენტაციის მომზადებას: 1. საექსპორტო დეკლარაცია (EX1) 2. იმპორტის დეკლარაცია 3. ტრანზიტული ტვირთისთვის საჭირო დოკუმენტაცია (T1) 4. საშიში ტვირთისთვის დოკუმენტაცია 5. ფიტოსანიტარული სერთიფიკატის მომზადება 6. წარმოშობის სერთიფიკატის მომზადება (EUR1;CT1) 7. წინასწარი დეკლარაცია იმპორტისათვის 8. ტვირთის ჩამოსვლამდე დოკუმენტაციის შემოწმება
              
Smiley face

4. საბაჟო საწყობი

თუ ვერ ახერხებთ ტვირთის გატანას და განბაჟებას ჩამოსვლისთანავე, ჩვენ შეგვიძლია შეგინახოთ ტვირთი საბაჟო საწყობში რომელიც მდებარეობს ლილო 1-ში, ამავე მომსახურების შემოთავაზება შეგვიძლია ფოთში შემოსული ტვირთზე, თუ ტვირთი არის ტრანზიტული, ან უბრალოდ დროებით შენახვა გჭირდებათ, შეგვიძლია საწყობში დავცალოთ და შეგინახოთ, შემდეგ კი თქვენთვის სასურველ დროს შეძლებთ ტვირთის გატანას და განბაჟებას.

ჩვენს შესახებ

...

კომპანია „მორენა პრო“ დაარსდა 2009 წელს, მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საექსპედიტორო მომსახურეობა, კერძოდ საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფა, რასაც კომპანია წარმატებით ახორციელებს დაარსების მომენტიდან დღემდე.

კომპანია ახორციელებს ნებისმიერი რეჟიმით გათვალისწინებული ტვირთების ტრანსპორტირებას, ეს იქნება იმპორტი თუ ექსპორტი, ტრანზიტი თუ რეექსპორტი, კომპანია ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას „კარიდან-კარამდე“ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საბოლოო დანიშნულებამდე, ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საზღვაო-საკონტეინერო ხაზების მეშვეობით.

Our Skills

  • შერეული ტვირთები 90%
  • სარკინიგზო 75%
  • საჰაერო 85%
  • საზღვაო 95%

დაგვიკავშირდით

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

Our location

Tbilisi, Beliashvili 40 Poti, Gegidze 5a office: +995 322 530 898 Mobile +995 592 98 68 86 info@morenapro.ge